ღია პროგრამა

ქალთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და მდგრადობა

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს ახალ საგრანტო კონკურსს „ქალთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და მდგრადობა“.

საგრანტო კონკურსის მხარდამჭერია გერმანული ქალთა ფონდი ფილია (filia.die frauenstiftung). უკრაინული ქალთა ფონდი, სომხური ქალთა ფონდი და ქალთა ფონდი საქართველოში გეგმავენ საკუთარ ქვეყნებში პროექტების განხორციელებას პროგრამისთვის „სამოქალაქო საზოგადოებასა და მოძრაობას  უსაფრთხო სივრცეები სჭირდება ზრდისთვის.“

საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა უფლებების აქტივისტებისა და ადვოკატების გავლენის ზრდისა და შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას საქართველოში, ასევე, მოძრაობათაშორისი თუ რეგიონული თანამშრომლობის წახალისებას.

პროგრამა ფოკუსირდება საქართველოში არსებული მოძრაობების ახალ ტალღაზე, რომელიც მოქმედებითა და იდეოლოგიით არის უფრო პოლიტიკური და საჭიროებს დაუყვნებლივ მხარდაჭერას როგორც უსაფრთხოების, ისე აქტივიზმის მდგრადობის კუთხით.

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იქნება ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერებაზე. მათ საშუალება მიეცემათ დაესწრონ 4 ქვეყნის (გერმანია, სომხეთი, საქართველო, უკრაინა) წარმომადგენელი აქტივისტების შეხვედრებს, ეროვნული თუ საერთაშორისო მასშტაბით.

პროექტის შედეგად ვგეგმავთ უსაფრთხო ონლაინ პლატფორმის შექმნას ჩვენი ინფორმაციის, გამოცდილებებისა და დასკვნების გასაზიარებლად.

ეროვნული შეკრება გაიმართება 2019 წლის გაზაფხულზე და შერჩეულ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მაქსიმალურად ჩაერთონ ამავე წლის შემოდგომაზე, გერმანიაში გასამართი საერთაშორისო და სამუშაო შეხვედრებისა და საჯარო პრეზენტაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

გრანტის მაქსიმალური ოდენობა არის 5000 ევრო, რომელიც განკუთვნილია აპლიკანტების ორგანიზაციული რეფლექსიისა და განვითარებისთვის, ასევე მათი ხილვადობის, ინფრასტრუქტურის, ჯგუფის წევრების ლიდერული და სტრატეგიული უნარების გაზრდისთვის საჭირო ორგანიზაციული შესაძლებლობების, მათი კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სტრატეგიული და კომუნიკაციის დაგეგმვის, მდგრადობის, მოძრაობათაშორისი თანამშრომლობის, სტრატეგიული ალიანსის შექმნისა და სხვა საჭიროებების მხარდასაჭერად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს, რომლებსაც გოგონები/ქალები მართავენ.

პრიორიტეტი მიენიჭებათ კოლაბორაციულ აქტივობებს და ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში მუშაობენ.

პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 12 თვე (ოქტომბერი, 2018 - ოქტომბერი, 2019).

ქალთა ფონდი საქართველოში აპლიკანტებისთვის გამართავს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში, ყოველდღე, 15:00-17:00 საათამდე, 2018 წლის 1-10 სექტემბრის ჩათვლით.

აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადაა 20 სექტემბერი, 2018წ. საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2018 წლის სექტემბრის ბოლომდე.

შესაძლებელია აპლიკაციების როგორც მეილის, ფაქსის და ფოსტის საშუალებით გამოგზავნა, ისე ფონდის ოფისში მოტანაც შემდეგ მისამართზე:

სერგო ზაქარიაძის ქუჩა, N8, მე-4 სადარბაზო, 1 სართული, ბინა 74, 0177.

თბილისი, საქართველო

ტელ/ფაქსი: +995 322 399998

E-mail: [email protected]

 

პროგრამის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

20 / 09 / 2018

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

5000 €

თანხის მაქსიმუმი

12 თვე

პროექტის ხანგრძლივობა

15:00 - 17:00

კონსულტაციის დღეები
ორშაბათი - სამშაბათი - ოთხშაბათი - ხუთშაბათი - პარასკევი