ღია გრანტი

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა 2020

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია სექსუალური განათლების შვედური ასოციაცია RFSU.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ქალთა გაძლიერებაზე, მათი ცოდნისა და უნარების ამაღლებაზე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე, ამ საკითხების მიმართ არსებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლაზე, აგრეთვე, სექსუალურ უფლებებზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების ქსელური მუშაობის გაძლიერებასა და დაცვაზე.

ქალთა ფონდი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ჭრილში*.

 

საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • ქალების და გოგოების გაძლიერება, ქსელური მუშაობის ხელშეწყობა მათი უშუალო მონაწილეობითა და ლიდერობით
  • ქალებისა და გოგოების ხელმისაწვდომობის გაზრდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე/ცნობიერების ამაღლება/ცოდნის წარმოება/გავრცელება.
  • ადვოკატირება/ლობირება (საბიუჯეტო ადვოკატირების ჩათვლით), ადვოკაციის კამპანიების წარმართვა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების (მშობლები, მეურვეები, სექსუალური პარტნიორები, სოც. მუშაკები, პოლიციის თანამშრომლები და სხვ.) ჩართულობით
  • კვლევების განხორციელება ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე
  • გადაწყვეტილების მიმღებების მგრძნობელობის ამაღლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე. გადაწყვეტილების მიმღებებთან და სერვისის მიმწოდებლებთან ქსელური მუშაობის უზრუნველყოფა
  • საზოგადოებრივი/სათემო მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების სისტემების გაძლიერება (საბიუჯეტო მონიტორინგის ჩათვლით)

კონკურსის თემატური მიმართულებები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:

  • ხელმისაწვდომობა ყოვლისმომცველ სექსუალურ განათლებაზე;
  • ხელმისაწვდომობა სტიგმისაგან თავისუფალ ინფორმაციასა და სერვისებზე კონტრაცეფციასთან დაკავშირებით (გადაუდებელი კონტრაცეფციის ჩათვლით);
  • ხელმისაწვდომობა სტიგმისაგან თავისუფალ ინფორმაციასა და სერვისებზე აბორტთან დაკავშირებით;
  • სგგი- პრევენცია და მკურნალობა;
  • სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და შემდგომი რეაგირება;
  • ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დარღვევის შემთხვევების და დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტაცია და მათზე რეაგირება;
  • ქალთა იმ ჯგუფების რეპროდუქციული/სექსუალური უფლებების დაცვა, რომლებიც დისკრიმინაციის რამდენიმე ფორმას განიცდიან;
  • ახალგაზრდა ქალებისა და გოგოების გაძლიერება

საგრანტო კონკურსშიქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვამონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;
  • ქალთა ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტზე მცირეა;
  • ქალთა ორგანიზაციებს დედაქალაქიდან და საქართველოს რაიონებიდან, ასევე რეგიონულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან დაფუძნებული და საქართველოში ოპერირებენ

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს.

საგრანტო თანხა  შეადგენს 30 000 ლარს. პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 თვეს.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ფონდის მეილსა და სოციალური ქსელების მისამართებზე.

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივნისი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2020 წლის ივნისის ბოლოს.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით, შემდეგ მისამართზე:

[email protected]

გისურვებთ წარმატებას!

 

 

*ცნობიერების ამაღლებას ქალის სექსუალურ თავისუფლებასა და თვითგამოხატვაზე, მათ შორის, სექსუალურ სიამოვნებაზე ჰეტერონორმატიული ჩარჩოს მიღმა, ინფორმირებული თანხმობა;

სხვადასხვა არსებული მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას, რომელიც არღვევს რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებას და უარყოფით გავლენას ახდენს ქალის სასიცოცხლო ციკლზე (ყველა ასაკის გათვალისწინებით), ასევე, მათი თავიდან არიდების ან მომხდარის შემსუბუქების სხვადასხვა შესაძლებლობას.

ქალთა ინფორმირებული არჩევანის და შესაბამისი გადაწყვეტილების განხორციელების შესაძლებლობას ზეწოლისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.

15 / 06 / 2020

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

30 000 GEL

მაქსიმუმ თანხა

10 თვე

მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა