ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა შრომით უფლებებზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „გენდერისა და თანასწორობის შესახებ დანიის ცოდნის ცენტრი“.
საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება ქალთა გაძლიერებას, ქალთა შრომით უფლებებზე ცოდნის ამაღლებასა და ადვოკატირებას, ამ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას. კონკურსის მიზანია, აგრეთვე, აღნიშნულ თემაზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების კოლექტიური მუშაობის წახალისება, არაფორმალური, სადისკუსიო სივრცის შექმნა და სოლიდარობის გაღვივება.
უპირატესობა მიენიჭება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს ქალთა შრომითი უფლებების ჭრილში. საგრანტო პროგრამის თემატური მიმართულებები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 5800 ევრო. პროექტების ხანგრძლივობა 5 თვე.
ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის „4. სხვა ხარჯი“-ის განყოფილებაში „პროექტის ფინანსური აუდიტი“-ს სახელწოდებით.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: grants@womenfundgeorgia.org
განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ივნისი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2022 წლის ივლისში.
საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
grants@womenfundgeorgia.org
გისურვებთ წარმატებას!
20 / 06 / 2022
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა
5800
მაქსიმუმ თანხა
5 თვე
მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა