ღია გრანტი

ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია

 

 

 

 

საგრანტო განაცხადი

 

„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: კავშირი „საფარი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, „არტარეა“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“ ახორციელებს პროექტს „გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტის ფარგლებში „ქალთა ფონდი საქართველოში“ აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია“. კონკურსი მიზნად ისახავს ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა საკითხებზე მომუშავე:

  • საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • საინიციატივო ჯგუფებს.

განმცხადებლებს, სასურველია, სამუშაო გამოცდილება ჰქონდეთ შემდეგი მიმართულებებით:

  • გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა;
  • ქალთა უფლებები;
  • სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
  • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა უფლებები;
  • ლგბტქი+ პირები;
  • დევნილი ქალები;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები;
  • პირობითი მსჯავრდებული ქალები;
  • და სხვ.

შესაძლო აქტივობები:

  • ინიციატივები, რომლებიც გულისხმობს ქალთა უფლებების დაცვას, ადვოკატირებასა და ლობირებას;
  • სერვისების უზრუნველყოფას;
  • საკანონმდებლო ინიციატივებს, ქალთა და ლგბტქი+ პირთა უფლებების დარღვევის დოკუმენტირებას;
  • კანონებისა და კონვენციების შესრულების მონიტორინგს;
  • მსხვერპლთა მხარდამჭერ პროგრამებს;
  • პრევენციული მექანიზმების შემუშავებას/განხორციელებას;
  • გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას (ციფრული უსაფრთხოების ჩათვლით);
  • ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ საპროექტო განაცხადებს:

  • რომელთა სამიზნე რეგიონს წარმოადგენს: კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი, იმერეთი და ქვემო ქართლი;
  • რომელთა მიზანიცაა პრობლემის როგორც ადგილობრივ, ისე მუნიციპალურ დონეზე გადაჭრის გზების იდენთიფიცირება.

საგრანტო თანხის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 10 000 ევროს.

პროექტის განხორციელების მინიმალური ვადა ექვსი, ხოლო მაქსიმალური ათი თვეა.

საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 აგვისტო, 18.00 საათი.

გთხოვთ, საპროექტო განაცხადები გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

grants@womenfundgeorgia.org

გისურვებთ წარმატებას!

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: Nino@womenfundgeorgia.org

 

 

20 / 08 / 2022

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

10 000 EUR

მაქსიმუმ თანხა

10 თვე

მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა