ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის განვითარება საქართველოში“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) “.
საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობას და მოძრაობებს შორის თანამშრომლობის წახალისებას.
ქალთა ფონდი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ პროექტებს, რაც კონკრეტულ კონკურსში გულისხმობს შემდეგს:
საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს (რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს) და ქსელებს, საქართველოს დედაქალაქიდან და რეგიონებიდან.
ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:
• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• და რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები
პრიორიტეტი მიენიჭება კოალიციურ პროექტებს და რეგისტრირებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ პროექტებს. ასევე, რეგიონებში დაფუძნებული ორგანიზაციებისა და მარგინალიზებული ჯგუფების ინიციატივებს.
საგრანტო თანხა განსაზღვრულია 15 000 ევრო, პროექტების ხანგრძლივობა - 6-7 თვე.
ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ, გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის „4. სხვა ხარჯი“-ის განყოფილებაში „პროექტის ფინანსური აუდიტი“-ს სახელწოდებით.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org
განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 3 ოქტომბერი.
საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org
გისურვებთ წარმატებას!
03 / 10 / 2023
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა
15 000 Euro
მაქსიმუმ თანხა
7 თვე
მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა