ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ფემინისტური მოძრაობის გაძლიერება და მობილიზაცია საქართველოს რეგიონებში“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA)“.
საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ფინანსური და სხვა რესურსების უზრუნველყოფით საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალები/ქალთა ჯგუფების მობილიზაციას. ქალთა ფონდი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ პროექტებს, რაც კონკრეტულ კონკურსში გულისხმობს შემდეგს:
საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფემინისტური მოძრაობის აქტორებს, ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს (რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს) და ქსელებს, ქალთა უფლებადამცველებს, ფემინისტ და/ან ქვიარ აქტივისტებს საქართველოს რეგიონებიდან. შერჩეულ გრანტის მიმღებ პარტნიორებს საშუალება ექნებათ, გაიუმჯობესონ პროექტის მენეჯმენტისა და ფინანსური ანგარიშგების უნარ-ჩვევები.
ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:
• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები
პრიორიტეტი მიენიჭება მაღალმთიან რეგიონებში, სოფლებსა და მიმდებარე დასახლებებში დაფუძნებული ორგანიზაციებისა და მარგინალიზებული ჯგუფების მიერ წარმოდგენილ პროექტებს.
საგრანტო თანხა განსაზღვრულია 10 000 ევრომდე, პროექტების ხანგრძლივობა 6-7 თვემდე.
ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ, გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 5%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის „4. სხვა ხარჯი“-ის განყოფილებაში „პროექტის ფინანსური აუდიტი“-ს სახელწოდებით.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org
განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 3 ოქტომბერი.
საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org
გთხოვთ პროექტის გამოგზავნისას თემის გრაფაში მიუთითოთ საგრანტო პროგრამის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
03 / 10 / 2023
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა
10 000 ევრო
მაქსიმუმ თანხა
7 თვე
მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა